მთავარი გვერდი



ჩემი მრწამსი და ღირებულება
მრწამსი და ღირებულება ეს არის ფუნდამენტური შეხედულება საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს ჩემს ქცევას.

ჩემი მრწამსი და ღირებულებები მაძლევს საშუალებას ავირჩიო ის ცოდნა და შესაბამისად უნარ-ჩვევები, რომელიც დამეხმარება პროფესიულ წარმატებაში.კარგ მასწავლებელს ყოველთვის ნათლად აქვს გააზრებული განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებული ღირებულებები და მრწამსი. ფიქრი საკუთარ თავზე პროფესიული წარმატების საწყისი წერტილია, როგორ ვფიქრობ, რას ვფიქრობ. ანალიტიკური აზროვნება მეხმარება გავიაზრო ჩემი ვინაობა და პროფესიული როლი, ვიფიქრო საკუთარ თავზე, რწმენაზე და ღირებულებებზე. ცოდნა არის ძალა საკუთარი თავის შეცნობის, რომელსაც მოაქვს ეფექტურობა. ჩემი აზროვნების გაანალიზებამ შეიძლება შემაცვლევინოს ქცევა, მაძლევს საშუალებას ვმართო სოციალური გარემო და გავუმკლავდე სირთულეებს, რომლებიც გვხვდება პროფესიულ ცხოვრებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий