ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილები

გეომეტრიული ფიგურები

,,ვიქტორინა"-სამოდელო შემაჯამებელი-2კლასი

გაკვეთილის ავტორი
ირმა ბათნიაშვილი
გაკვეთილის თემა
 მათემატიკური  ვიქტორინა
სწავლების საფეხური/საგანი
დაწყებითი საფეხური- მეორე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
17
აქტივობების მიზნები(გაკვეთილის)
შეძენილი ცოდნის ხარისხის შემოწმება;ცოდნის დემონსტრირების, ჯგუფში მუშაობის ჩვევების გამომუშავება და გაღრმავება; სტანდარტითგანსაზღვრული მისაღწევ შედეგთა დაუფლების დონის განსაზღვრა;სწავლების სახალისო ფორმების დამკვიდრება,ქცევის ფორმების დახვეწა.
მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები/საგნობრივი სტანდარტი)
II.1 მოსწავლეს შეუძლია შეუსაბამოს ერთმანეთს რიცხვები,რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი:
სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემის ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფის გამოყოფით.
II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას:
ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად.

თანმიმდევრობა და დრო
დაყოფილია ჯგუფები:4+4+4+5. ჯგუფებს წინასწარ აღჩეული აქვთ სახელები:,,ლომები,,; ,,ვეფხვები,,; ,,არწივები,,;  ,,შევარდენი,,. გავაცნობ ჯგუფური მუშაობის წესებს, შეფასების რუბრიკას (5წთ). ვიწყებთ პირველ დავალებას: ყვითელი ფერის კუბიკები წარმოადგენს ათეულის ციფრს, ხოლო ლურჯი-ერთეულის ციფრს. მაგიდაზე მასწავლებელი აწყობს კუბიკებს და თითოეული გუნდიდან კაპიტანი წარმოადგენს,თუ ვინ უპასუხებს,რა რიცხვია.დავალება ფასდება 1 ქულით,რომელსაც მასწავლებელი წერს კედელზე დაკიდებულ შეფასების რუბრიკაში(5წთ). მეორე დავალება წარმოადგენს : თითოეულ გუნდს ურიგდებათ 5 ფურცელი, რომლებზეც დაწერილი მაგალითები უნდა დაალაგონ შედეგების ზრდის მიხედვით,სწორად დალაგბის შემთხვევაში,უნდა მიიღონ სიტყვა,,ყოჩაღ,,;დავალება ფასდება 5ქულით.(10წთ).შემდეგ ურიგდებათ 1 ქულიანი ამოცანები,(5წთ).ასევე 2 ქულიანი ამოცანები (10წთ).ამის შემდეგ კაპიტანი გუნდის გადაწყვეტილებით წარმოადგენს წევრს, რომელიც სწრაფად უპასუხებს ბლიც-კითხვეს(4 კითხვა; წთ.5). ბოლოს თითოეულ გუნფს ეძლევათ თითო 2 ქულიანი ლოგიკური დ
შეკითხვა.ბოლოს ქულებს აჯამებს მასწავლებელი და აცხადებს, თუ ვინ რომელ ადგილზე გავიდა.(5წთ) 

შეფასება
ჯგუფებში-ჩართულობა-1ქ
                     რიცხვები კუბიკებით-1
ერთმოქმედებიანი ამოცანები-1ქ
ორმოქმედებიანი ამოცანები-2ქ
  1მაგალითი-1ქ
1ბლიც კითხვა-1ქ
ლოგიკური კითხვა-2ქ
საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები
ჯგუფური .    სავარჯიშოები თაბახის ფურცლებზე,ფერადი კუბიკები;
თაბახის ფურცლები, , დაფა,ცარცი, 2კლასის სახელმძღვანელო(თ. ვეფხვაძე)), ეროვნული სასწავლო გეგმა.










,,გვეყოფა ფული საყიდლებისთვის?"-სამოდელო გაკვეთილი-4 კლასი

გაკვეთილის თემა
გვეყოფა ფული საყიდლებისთვის?
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
დაწყებითი საფეხური-3კლასი
საგანი-მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა
30
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ უნდა გააანალიზოს დამრგვალებასთან და შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული ცოდნა და გამოიყენოს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მათ4.2.ასრულებს შეკრაბა-გამოკლებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით,კონკრეტული მაგალითისთვის ირჩევს მათგან უფრო ხელსაყრელს.
            ადარებს გამოთვლების შედეგს მის მიერვე წინასწარი შეფასებით მიღებულ პასუხს და მსჯელობს გამოთვლების შედეგის მართებულობაზე.
თანმიმდევრობა
მუშაობა ჯგუფურია:6+6+6+6+6. გაკვეთილის მოთელვის მიზნით ვაჩვენებ პროექტორის საშუალებით ქართული ფულის ერთეულებს, თუ ვინ არიან გამოსახული ბანკნოტებზე, ასევე ვაჩვენებ ძველ მონეტებს.(10წთ) შემდეგ სლაიდების საშუალებით ვაძლევ ფულზე ამოცანებს, სადაც უნდა შეძლონ გამოთვლები და თვითოეული ჯგუფი ფასდება ქულებით(10წთ) ამის შემდეგ  ჯგუფებს ვაძლევ ასეთ დავალებას:ვუსახელებ ჯგუფებს გარკვეულ თანხას და სლაიდებით ვუჩვენებ პროდუქტებს თავისი თანხებით, თითოელმა ჯგუფმა ამ თანხით რაც შეიძლება მეტი პროდუქტი უნდა შეიძინოს.პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფები ფასდებინ ქულებით.(10წთ)ამის შემდეგ ვაკეთებთ დასკვნას, რომ ყოველთვის არ არის საჭირო ზუსტი გამოთვლები, რომ ფულით გამოთვლებისას რიცხვების დამრგვალება ხდება მეტობით, რათა გვეყოს საყიდლებისთვის.
შეფასება
თანამშრომლობა-3-2-1
პრეზენტაცია-3-2-1
ანალიზი-3-2-1
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
პროექტორი,თაბახის ფურცელი, ცარცი, დაფა.
სახელმძღვანელო(მათემატიკა-4.თ.ვეფხვაძე),ეროვნული სასწავლო გეგმა
























,,წელიწადის დროები"-ბუნება,მათემატიკა-3კლასი

გაკვეთილის თემა
წელიწადის დროები
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური: ІII კლასი
ინტეგრირებული საგნები
ბუნება- ნინო ღვინჯილია
მათემატიკა- ირმა ბათნიაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
20 მოსწავლე
განსაკუთრებული მოდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
1
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მათ. ჯუფური და ინდივიდუალური მუშაობის,უნარების განვითარება.თვალსაჩინოების გამოყენებით ამოცანების ამოხსნა.
ბუნ. წელიწადის 4 დრო და 12 თვე,წელიწადის დროების დასახელება;
ბუნების ცვალებადობის, თავისებურებათა ჩამოთვლა-დახასიათება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
მათ.ІII.13.ახასიათებს დაჯგუფებულ თვისებრივ მონაცემთა ერთობლიობას მასში მონაცემთა საერთო რაოდენობის, ქვეჯგუფების რაოდენობის, თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა რაოდენობის და ერთობლიობაში მონაცემთა განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით.
ბუნ.3-მოსწავლე აკვირდება ბუნებას, აღწერს ამინდს და ახასიათებს თვეებს.
          მსჯელობს თითოეული სეზონისათვის  დამახასიათებელ თვისებებზე, მის ცვლილებებზე გამოხატავს თავის ბუნება-განწყობილებას-ამონდის ცვლილებასთან დაკავშირებით.
თანმიმდევრობა
კლასი იყოფა 5 ჯგუფად: 5+5+5+5გაკვეთილი იწყება მოთელვით: დავასახელოთ ბუნების დროები და მათი თვეები, მოვიძიოთ სურათები ,სეზონები და მათი ცვლილებები, დავახასიათოთ  მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები , რატომ არის ბუნებაში საჭირო ცვლილებები, ეს ყოველივე ხდება ჯგუფებში.
ბუქებში ასრულებენ სავარჯიშოსწელიწადის დროები, სადაც სურათების მიხედვით უნდა შეავსონ წელიწადის დროები თვეებით.
 შემდეგ ამბობენ ლექსებს,აჩვენებენ სურათებს წელიწადის დროების მიხედვით, აკეთებენ პატარა ჩანახატებს, შემდეგ ხდება შეჯამება.
შეფასება
დამაკმაყოფილებელიANd9GcS0mxJz4ZJLAF-NgN3uXOuW4L1Jrx64RjJP_lcAZSEHPLSGkUPo,კარგიANd9GcSfaUOOnqNaezE6guGefD22SAmaViYwrUoo_-hicY0BjJ4ykY6C, საუკეთესოANd9GcRFvLbzUCR450SWcLKdTcOP-vkJ0dVGYZ5uIhOhVkL7V-dX1rBe
დროის ლიმიტი-
წარდგენა -პრეზენტაცია
ჩართულობა-

რესურსები
3 კლასის მატემატიკის  სახელმძღვანელო(ვეფხვაძე), ეროვნული სასწავლო გეგმა, თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები,ბუქი,დაფა, ცარცი,ფერადი ქაღალდები, მაკრატელი,ფანქრები,თვალსაჩინოებები.













,,პირამიდა"-ხელოვნება,მათემატიკა-4კლასი
1.გაკვეთილის თემა                                                                        

                 
                      პირამიდა
2.სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური:4 კლასი
3.ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლის სახელი,გვარი
მათემატიკა-ირმა ბათნიაშვილი

ხელოვნება-ლიკა სვანიძე                                   
4.მოსწავლეთა რაოდენობა
28 მოსწავლე
5.განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების
მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
1
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
       (საგნების მიხედვით)
მათ.IV.13 მოსწავლეებმა შეძლონ პირამიდის ამოცნობა და მისი დახასიათება
ხელ. ს.გ.IV.3, ს.გ.IV.7,ს.გ.IV.9.
გავუმყარო მეხსიერებით ხატვისას ობიექტისთვის დამახასიათებელი ნიშნების
გამოსახვის უნარი.
ს.გ.IV.2,ს.გ.IV.5 განვუმტკიცოთ ცოდნა ქაღალდისაგან მარტივი კონსტრუქციის დამზადებისა.
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
მათ.IV.13.მოსწავლეს შეუძლია პირამიდის ამოცნობა და მისი დახასიათება.
ხელ.ს.გ.IV.3,ს.გ.IV.7,ს.გ.IV.9
მოსწავლეები მეხსიერები ხატვისას გამოხატავენ ობიექტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.
 ს.გ.IV.2,ს.გ.IV.5 მოსწავლეები ქაღალდისგან ამზადებენ პირამიდის მარტივ კონსტრუქციას.
8.თანმიმდევრობა
მათემატიკა-  კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად;მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გახსენებით.ეკითხება,თუ რომელი გეომეტრიული ფიგურები იციან.ბუნებაში სად გვხვდება ეს ფიგურები? შემდეგ    აჩვენებს პირამიდის მოდელებს. .ეკითხება:რომელი ბრტყელი გეომეტრიული ფიგურებისაგან შედგება?განუმარტავს რას ჰქვია წიბო,წახნაგი,წვერო ვიდეო გაკვეთილის საშუალებით.
ხელოვნება-მასწავლებელი ესაუბრება :ათასწლეულების განმავლობაში ხალხი გაოცებით შესცქეროდა ამ საოცარ ქმნილებებს.დღეს პირამიდები მხოლოდ ქალაქ გიზაშია.აქედან ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია.მისი სიმაღლეა 147მ.მას მოსდევს ხეფრენის პირამიდა,რომლის სიმაღლეა 144მ და მიკერანის-რომლის სიმაღლეა-66მ.ხეოფსის პირამიდას 20 წლის მანძილზე 20000-ზე მეტი მუშა აშენებდა.მისი წონა 5 მილიონ ტონაზე მეტია და აგებისთვის 2 მილიონზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.
 (უჩვენებს პროექტორზე) .პირამიდის მსგავს ნაგებობებს ეგვიპტელებისგან დამოუკიდებლად აგებდნენ აგრეთვე მესიკაში.ამის დასტურია მზის პირამიდა თეოტიუაკანში,კასტილოს პირამიდა ჩიჩენიცაში და დიდი ტაძარი ტენოჩტიტლანში.პირამიდის ფორმა მშენებელთა შთაგონების წყარო იყო,ამოტომ არა მარტო უძველეს დროს,არამედ XX ს-შიც უამრავი პირამიდის ფორმის ნაგებობა ააგეს.
მათემატიკა-მასწავლებელი ურიგებს ინდივიდუალურად ფურცლებ, რომელზეც პირამიდის შლილია. მოსწავლეები ჭრიან შლილს,აფერადებენ და აწყობენ წებოს საშუალებით პირამიდის მოდელს.
   შემდეგ აწყობილი პირამიდებით აგებენ ლამაზ სივრცით ფიგურებს, რისთვისაც ტარდება პატარა კონკურსი ჯგუფებს შორის, საუკეთესო ჯილდოვდება სიგელით.
9. შეფასება
პირამიდის მოდელის შერჩევა ხდება მოსწავლეების შეფასებით,არჩევენ საუკეთესო ნამუშევარს.
   ჯგუფური სამუშაო ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით
N
თანამშრომლობა
ჩართულობა
ნამუშევრის წარდგენა

10.მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
1 კომპიუტერი,პროექტორი,პირამიდის მოდელი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,წებო,მაკრატელი.
 გეომეტრიული ფიგურის მოდელები.

ელექტრული პროგრამები: OpenOffice.Org Prezentation,
რესურსები: maps,google.com



თვითშეფასება
ვფიქრობ, რომ ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ, ან აერევათ სხვასხვა ფიგურებში პირამიდა, შეიძლებოდა 2 გაკვეთილის დათმობა და მეტი სავარჯიშოებით დატვირთვა.




გაკვეთილის თემა
 ,,აი,ჩემი ხუთი თითი
სწავლების საფეხური დაკლასი
 დაწყებითი საფეხური, პირველიკლასი
საგანი
მასწავლებლის  სახელი და გვარი
 ქართული - ნინო თოდუა
მათემატიკა-ირმა ბათნიაშვლი
 მოსწავლეთა რაოდენობა
 20
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
 0
გაკვეთილის სასწავლო
მიზნები
 ქართული ენა - ასო_ბგერა- გაცნობა. სიტყვების მკაფიოდ და გარკვევით წარმოთქმა,დამარცვლა, დამარცვლების გამთლიანება.მცირე მოცულობის ტექსტის ამოკითხვა.
მათემატიკა-ვეცნობით რიცხვ-ხუთს. რიგობითი და რაოდენობითი რიცხვითი სახელების გამოყენების უნარის გამომუსავება 5-ის ფარგლებში. 5-ის შედარება წინა რიცხვებთან.
 ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები

ქართ. I.1. მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივი ნფორმაციას. სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში.
ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს.
ქართ.I.3. მოსწავლე იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
მკაფიოდ გამოთქვამს ბგერას სიტყვებში. პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისაგან.
ქართ.I.5. მოსწავლე სათანადოდ აღიქვამს წაკითხული მარტივი ტექსტის შინაარსს.
კითხულობს ხმამაღლა  მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე მოცულობის ტექსტებს.
მათ.I.1.მოსწავლეს სეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები , რიცხვითი სახელები და რაოდენობები
მათ.I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები
 თანმიმდევრობა
აქტივობა1-ვიხსენებთ, რომ მოდევნო რიცხვი მიიღება ერთის მიმატებით და ვაჩვენებ სლაიდს.
 აქტივობა 1- მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვას :,,რა საერთო აქვთ ხუთიანს და ხელს?“ მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვას უკავშირებენ 5-ს ხელის თითებს დაამის შემდეგ ეკრანზე  ვუჩვენებ მომზადებულ სლაიდ შოუს ასო-ბგერა  ,,თ“-ზე.
აქტივობა 2- მოსწავლეები გაეცნობიან ასო-ბგერა ,,თ“-ს და ასრულებენ სლაიდ შოუში მოცემულ დავალებებს.
აქტივობა 3- მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ,,დედა ენიდან“ და მოძრავი ანბანის დახმარებით აწყობენ სიტყვებს.
აქტივობა 4- მოსწავლეები შეისწავლიან ანდაზას ,ენისგასატეხს და  მოისმენენ ლექსს ასო-ბგერა ,,თ“-ზე.
აქტივობა 5- მოსწავლეებს ვეძლევ საშინაო დავალებას ამოიცნონ რებუსი და ჩაწერონ რვეულებში.

 საკლასომენეჯმენტი/
საგანმანათლებლორესურსები
სახელმძღვანელო,მოძრავი ანბანი,გამზადებული ,,სლაიდ შოუ“,ლექსი,ანდაზა,ენისგასატეხი,
რებუსი.პროექტორი,ეკრანი.1კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო(ვეფხვაძე); ეროვნული სასწ. გეგმა;powerpoint-ი;ბუკი.


,,ზღაპარი 10-იანზე"-1კლასი-13.11.14


















4 კლასი სამოდელო გაკვეთილი ,,დრო"
ვიქტორინა ,,ყველაზე ნიჭიერი"-მე-4 კლასში




















ინტეგრირებილი გაკვეთილი ,,ფული"-1 კლასი (ბუნება,მათემატიკა)







Комментариев нет:

Отправить комментарий